ეტაპები | თარიღი | ღონისძიებები | მოსალოდნელი შედეგები |
---|---|---|---|
І ეტაპი. მომზადება პროექტის ორგანიზატორების და მონაწილთა საკოორდინაციო შეხვედრების ჩატარება. საინფორმაციო და სასწავლო ღონისძიებების ჩატარება პედაგოგებისათვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, ყველა დაინტერესებულ პირთათვის. საარჩევნო უბნების/საკოორდინაციო ცენტრების შექმნა, რომლებიც წარუდგენენ ინფორმაციას, კონსულტაციებს, მოაწყობს დისკუსიებსა და შეხვედრებს ახალგაზრდებთან. |
საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება დაინტერესებული მონაწილეებისათვის, პარტნიორებისა და ექსპერტებისათვოს სამუშაო გეგმის შესადგენად, იმ ადგილების განსასაზღვრად, სადაც განთავსდება „საარჩევნო უბნები“. საინფორმაციო და მეთოდური მასალების მომზადება მონაწილეებისა და პედაგოგებისათვის. U18-ის რეალიზების მეთოდური სემინარების ჩატარება გერმანელ ექსპერტებთან ერთად. საარჩევნო უბნების სამუშაო სივრცის ორგანიზება. საარჩევნო უბნების ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა: საარჩევნო კომისიების ფორმირება მსურველი ბავშვებისა და ახალგაზრდების შემადგენლობით, საინფორმაციო მასალის შერჩევა, საარჩევნო ბიულეტინის ქსეროასლების მომზადება, საარჩევნო ურნებისა და ხმის მისაცემი კაბინების მომზადება. საინფორმაციო და PR კამპანიის მომზადება, მაგალითად - კონკურსის გამოცხადება U18-ის საუკეთესო პოსტერზე, ურნის დიზაინზე და ა.შ. |
ჩატარებულია შეხვედრა, შედგენილია სამოქმედო გეგმა, შექმნილია საინფორმაციო და მეთოდური მასალები. შექმნილია საარჩევნო კომისიები, საარჩევნო უბნები აღჭურვილია U18 არჩევნების ჩასატარებლად. შემუშავებულია საბავშვო არჩევნები დიდაქტიკური უზრუნველყოფა. |
|
II ეტაპი. რეალიზაცია U18 არჩევნების ჩატარება იმიტაციური თამაშის სახით. |
ბავშვები და ახალგაზრდები U18 არჩევნების დღეს (ჩვეულებრივ, რეალურ არჩევნებამდე 7-9 დღით ადრე) მოდიან საარჩევნო უბნებზე, იღებენ ამომრჩევლის ბიულეტინს, ირჩევენ კაბინას ხმის მისაცემად, აკეთებენ არჩევანს, მონიშნავენ, შემდეგ ბიულეტინს უშვებენ საარჩევნო ურნაში. ხმის მიცემის შემდეგ U18 -ის მონაწილეთათვის საარჩევნო უბანზე შესაძლოა ორგანიზებული იყოს სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო ან გასართობი ღონისძიებები. საარჩევნო უბნები იხურება შეთანხმებულ დროს, მაგალითად 14:00 ან 18:00. საარჩევნო ბიულეტინებს სახალხოდ ითვლიან საარჩევნო კომისიის წევრი ბავშვები და ახალგაზრდები. ივსება შედეგების პროტოკოლი, რომელიც გადაეცემა „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“. U18-ის საერთო შედეგი ქვეყნდება საიტზე. |
საარჩევნო პროცესი ორგანიზებულია დამკვირვებლებით, ეგზიტ-პოლით, მას მედიის წარმომადგენლებით. უბნებზე ხმები დათვლილია და მიეწოდა მთავარ საარჩევნო შტაბს Excel -ის ფორმატით . შედეგები შეჯამებულია და გამოქვეყნებულია. |
|
III ეტაპი. პროექტის მონიტორინგი და შეფასება |
გამოკითხვის ჩატარება, პროექტის მონაწილეთა ანკეტირება. შედეგების შეფასება U18-ის ორგანიზატორებს,მონაწილეებსა და სხვა სტეიკჰოლდერებს შორის. U18 შედეგების პუბლიკაცია მას.მედიაში. შეხვედრების ორგანიზება პროექტის შედეგებისა და პუბლიკაციის განსახილველად. |
U18-ის შედეგების გავრცელება საზოგადოებრივი დისკუსიები ახალგაზრდების როლზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის გაზრდის პრობლემისაკენ. |