I ფაზა – მომზადება

საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევა მათ ბაზაზე „საარჩევნო“ უბნებისა და საკოორდინაციო ცენტრების შესაქმნელად, რომლებიც მოქმედებას დაიწყებენ რეალურ არჩევენებამდე 2-3 კვირით ადრე. პროექტი ძირითადად ფინანსდება სწორედ ამ დროის ჩარჩოში, რადგან სწორედ ამ დროს ბავშვები და ახალგაზრდები იწყებენ პოლიტიკით და იგენებენ მეტს არჩევნების პროცესის შესახებ.

დისკუსიები, რომლებიც წარიმართება ახალგაზრდებისათვის ან მათ შორის, ასევე ეხმარება მათ გაერკვნენ , კონკრეტულად რომელ პარტიას ან პარტიას დაუჭირონ მხარი. ამ სამუშაოს ასრულებენ საარჩევნო უბნების მუშაკები (მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები), რომლებიც პროექტში იწვევენ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. სწორედ ისინი აგროვებენ ყველა ადგილობრივი კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას და წარუდგენენ ამ ინფორმაციას უფროსკლასელებს, აწყობენე შეხვედრებს (დისკუსიებს, დებატებს) პოლიტოლოგებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და ა.შ.

საარჩევნო დოკუმენტების პაკეტი უნდა მოიცავდეს:

  • ახალგაზრდებისათვის პარტიული პროგრამების ძირითადი დებულებების მიმოხილვა - (სინოპსისი);
  • ბროშურა „არჩევნების შესახებ“;
  • არჩევნების წესები;
  • დოკუმენტები არჩევნების შედეგების შეფასებისათვის(Excel შაბლონის ფორმით, რომელშიც შესაძლოა შეყვანილი იყოს კანდიდატები (პირველი ხმის მიცემა) შესაბამისი „საარჩევნო ოლქიდან“ ( ტერიტორია საგანმანათლებლო დაწესებულების გარშემო).

საარჩევნო უბანს ჰქონდეს/ჰყავდეს:

  • U18 არჩევნების ჩასატარებლად საკონტაქტო პირი, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტებით (მისი დანიშვნის ბრძანება, წერილი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოდან, შესაბამისი ორგანოს ბრძანებულება და ა.შ);
  • საარჩევნო კაბინა , მათ შორის (თუ შესაძლებელია) - ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ შექმნილი;
  • უნდა გაავრცელოს ფლაერები, დაკიდოს პლაკატები, საარჩევნო აგიტაცია;
  • უნდა შექმნას საარჩევნო ბიულეტინი, და უზრუნველყოს მისი საჭირო რაოდენობა;
  • უნდა ჩაატაროს ხმების სწორი დათვლა;
  • შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს პროექტებს პოლიტიკური განათლების შესახებ (ჩვენს საიტზე ავტვირთავთ სხვადასხვა იდეებს)
  • შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს დისკუსიებს ადგილობრივ პოლიტიკოსებთან არჩევნებამდე ან მისი დასრულების შემდეგ;
  • შეუძლია მოიწვიოს ბავშვები და ახალგაზრდები U18 არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დროს;

„ნამდვილ არჩევნებამდე“ 5 დღის განმავლობაში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილი იქნება , სადაც მოხდება ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდებთან შეხვედრების მოწყობა .ყველა წინასაარჩევნო აგიტაცია გამოიფინება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და განთავსდება პროექტის საიტზე.

ფაზა 2 – ჩატარება

საარჩევნო უბნები მომზადებულია და უზრუნველყოფილია საარჩევნო ურნებით, ხმის მისაცემი კაბინებით მიმაგრებული კალმებითა და საარჩევნო ბიულეტინებით.

უფროსკლასელები იღებენ საარჩევნო ბიულეტინებს საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად. შემდეგ ისინი ირჩევენ ხმის მისაცემ კაბინას, მონიშნავენ პირველ და მეორე პოლისს და ურნაში უშვებენ საარჩევნო ბიულეტინს.

ყველა საარჩევნო უბანი იხურება 14:00. ხმების დათვლა მიმდინარეობს ღიად და მას დამოუკიდებლად თავად ახალგაზრდები აწარმოებენ. ყველა სააჩევნო უბნიდან მონაცემები მიეწოდება მთავარ საარჩევნო შტაბს. ფინალური შედეგები ქვეყნდება და შესაძოა განხილული იქნას ახალგაზრდებსა და პრესის ან პოლიტიკის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საარჩევნო მოვლენების მიმდინარეობისას.

ფაზა 3 – შედეგების შეფასება და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვა

U18 არჩევნების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს მიღებული შედეგები მონაწილეებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ბავშვთა და ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობების პრობლემებისადმი შესაძლებელია მასმედიის საშუალებით, პედაგოგების, პოლიტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირების შეხვედრების გზით. U18 არჩევნებით მიღებული შედეგები შესაძლოა გახდეს პრაქტიკული მასალა ბავშვთა და ახალგაზრდების პოლიტიკური და სამოქალაქო განათლებისათვის. შესაძლოა დისკუსიების გამართვა ახალგაზრდების როლზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროში.

Go to top